LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი და დავამარცხოთ კომპლექსები?

924

სიტყვა “კომპლექსი” სიტყვისგან “რთული” წარმოიშვა. მართლაც, ძალიან რთულია ცხოვრება, როცა საკუთარ თავთან მარადიული კონფლიქტი გაქვს. როგორ გავიადვილოთ ცხოვრება და ვისწავლოთ კომპლექსებთან ბრძოლა? – გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ საკუთარი თავის შეყვარებაში.

გაიგო, რათა გაიმარჯვო!

ნათქვამია, “მტერს სახეზე უნდა იცნობდეო”, ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება კომპლექსებზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ გავაცნობიეროთ, მერე კი, ვაღიაროთ, რომ კომპლექსი ანუ ის, რაც მშვიდ ცხოვრებას გვინგრევს, არა”ულამაზო” ფეხების და “გრძელი” ცხვირის, არამედ საკუთარი თავთან ნეგატიური დამოკიდებულების ბრალია.

პირველ რიგში გასარკვევია, საიდან მოდის კომპლექსები? –  ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ “ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ”. მართალია, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება. კომპლექსების შეძენა ზრდასრულ ასაკშიც თავისუფლად შეიძლება, რიგითი უსიამოვნების ან შემთხვევითი სიტყვის წყალობით. ნებისმიერი ადამიანი ერთხელ მაინც კარგავს საკუთარი თავის რწმენას, თუმცა დაბალი თვითშეფასების კულტად ქცევა ან მასთან ბრძოლა  – ყველამ თვითონ უნდა აირჩიოს.

რა გავაკეთოთ, როცა გავარკვევთ ჩვენი კომპლექსის მიზეზს?

თავისუფლად შეგვიძლია მთელი ცხოვრება გავებუტოთ იმას, ვინც დაუფიქრებლად გვატკინა გული ან გავბრაზდეთ სამყაროზე და ჩავიკეტოთ საკუთარ თავში. სინამდვილეში კომპლექსებს არა სხვა ადამიანები არამედ ჩვენ თვითონ ვაჩენთ, როცა ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათ სიტყვებს.

რა გვაკომპლექსებს ყველაზე მეტად?  

ის თვისებები, რაც სხვებისგან განგვასხვავებს ან წარმოსახვითი იდეალი, რომლიც აუხდენელ ოცნებად გვექცა. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც სულ ერთნაირი, იდეალური ადამიანები ცხოვრობენ. რა აზრი აქვს ასეთ სამყაროში ცხოვრებას?! უბრალოდ, მიიღეთ რომ ყველა ადამიანი რაღაცით განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს ძალიან კარგია!

თავისუფალი და ლაღი ადამიანები ყოველთვის იდეალურები არ არიან

გავიხსენოთ ცნობილი ვარსკვლავები – ისინი ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებიან და საკუთარ თავში დარწმუნებულებიც არიან. სინამდვილეში, ბევრს არც ისეთი უნაკლო ფიგურა და სახის კანი აქვს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დღეს, რომელიმე მათგანი ექსტრემალურად დაიკლებს წონაში, ხვალ კი, ჰამბურგერებით აინაზღაურებს დანაკლისს და ყველა პოპულარული გამოცემა გადიდებული რაკურსით დაბეჭდავს მათ ცელულიტს. უცნაურია, მაგრამ ასეთი ფოტოების დათვარიელება გარკვეულწილად სასრგებლოა, მაგრამ არა კმაყოფილი ფიქრებით: “რა კარგად მოსუქებულა, მე კიდევ არამიშავს ამის ფონზე”, არამედ საღი აზრით: “ყოჩაღ, რომ არაფრად აგდებს რეპორტიორებს და აგრძელებს წინსვლას”. ზედმეტი წონა მოდის და მიდის, მიზნისკენ სწრაფვის ჩვეულება კი, სამუდამოდ რჩება. ისიც საინტერესოა, საერთოდ როგორ გახდნენ მსახიობები ან როგორ ახერხებენ ნებისმიერ სიტუაციაში ქარიზმისა და თვითრწმენის შენარჩუნებას? იქნებ მათ არასდროს ჰქონიათ კომპლექსები? ბრიუს უილისმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: “ჩემი აზრით, მსახიობები ყველაზე დაკომპლექსებული ადამიანები არიან და სწორედ ამ კომპლექსების დასამარცხებლად მიდიან ისინი კინოში”.  სინამდვილეში თავისუფალი და ლაღი ადამიანი ისაა, ვისაც ესმის რა დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი ნაკლოვანებებისგან თავის დაღწევას, საღად აცნობიერებს საკუთარ მიღწევებს და წარუმატებლობას არა კატასტროფად ან სრულ კრახად, არამედ სასარგებლო გაკვეთილად აღიქვამს.

დაუმეგობრდით თქვენს ნაკლოვანებებს

ხშირად გვგონია, რომ კომპლექსების დამარცხება ნაკლოვანებების აღმოფხვრაა. სინამდვილეში, ბევრად უკეთესია მათთან მშვიდობის დამყარება! ცნობისმოყვარეობა ცოდნისმოყვარეობად აქციეთ, შური კი – მიზნის მიღწევის სურვილად (შეიძლება დროც აღარ დაგრჩეთ შურისთვის, რადგან ბევრად უფრო ღირსეული სურვილები გაგიჩნდებათ). გარეგნობას თუ უჩივით, გაიხსენეთ, რომ სრულყოფილი არავინაა და იდეალად ქცეული ვარსკვლავების სილამაზე მეტწილად პლასტიკური ქირურგების დამსახურებაა.

დაიჯერეთ, რომ არავინ გაკვირდებათ გამადიდებელი შუშით

ფიქრობთ, რომ სამყაროს მეტი საქმე არ აქვს, ვიდრე თქვენი სხეულის თითოეულ ნაკლს დააკვირდეს? – ძალიან ცდებით. თქვენს გარშემო უამრავი თქვენნაირი ადამიანია და მათაც აქვთ თავისი პატარა საიდუმლოებები. თუ გეჩვენებათ, რომ ისინი თქვენზე თავდაჯერებულები არიან, მაშინ იცოდეთ, რომ მათ უკვე ისწავლეს საკუთარი ნაკლოვანებების მიღება და საკუთარი თავიც შეიყვარეს!

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები