LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ თუ მეფეს მიგინებთ.. ნახე, რას გიზამო, ერთი დათომაც იცნო..“ – ხათუნა სამნიძე მასსა და დავით ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმას იხსენებს

260
Untitled design

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი თავს დაესხა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მოხდა.

როგორც სამნიძემ “ფორტუნას” განუცხადა, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, დაპირისპირება კი პოლიტიკური ნიშნით მოხდა:

“იყო ორი პირი, რომელიც მოვიდა და ჯერ პოლიტიკაზე დაგვიწყო ლაპარაკი და, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ მოქალაქეები გვაჩერებენ, მე და დათო ბერძენიშვილი გავჩერდით სალაპარაკოდ, შემდეგ გადავიდნენ აგრესიაში, დაიწყეს ლანძღვა, მუქარა, დადევნება. მე ვთქვი, რომ წავალთ, კარგად იყავით, დაწყნარდით და არ გაჩერდნენ, გამოგვედევნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა, ამბობდნენ რომ თქვენ ამ ქალაქში მარტო ვერ გაივლით და ნახეთ, რას გიზამთ და ამ სიტუაციაში მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა ყველაზე მთავარია.

პატრულში ვერ დავრეკე, რადგან გაშველებაში ვიყავი და ხელები დაკავებული მქონდა, ვერ მოვახერხე, უბრალოდ პარლამენტის წინ რომ მანქანა დგას, იქ გავიქეცი, რომ პატრული გადმომეყვანა და უკვე პატრულის წინ ერთ-ერთმა პირდაპირ დაიმუქრა, პატრულს რომ დაუძახე და გადამიკიდე, ნახე, რას გიზამო – დამემუქრა.

ეს მოხდა პოლიტიკური ნიშნით: თქვენ ამ ქვეყანას ანგრევთ, თქვენ ამ ქვეყნის მტრები ხართ, როგორ თუ მეფეს მიგინებთ და ასეთი იდიოტობები, რაც სჩვევია ამ შავბნელ ჯგუფებს, იმ ჯგუფის წარმომადგენელია ერთ-ერთი, რომელიც გვინახავს და იმართება ხოლმე.

ერთი დათომაც იცნო, რომელიც “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებაზე, აქციაზე იყო მისული. შავ-ბნელი ჯგუფის წევრი, რომელიც ებრძვის ევროპულ ფასეულობებს, ადამიანის თავისუფლებას და ღირსებას. სწორედ იმ რადიკალების ერთ-ერთი წარმომადგენელია.

ახლა ნორმალურად ვართ, დაზიანებები არ მაქვს, ორივე პირი იდენტიფიცირებულია და წაყვანილია სამართალდამცველების მიერ. ველოდები საგამოძიებოს, ეს არ არის მხოლოდ განრიდების საკითხი, ორივე უნდა დაისაჯოს, მინიმუმ, მუქარის გამო”, – განაცხადა სამნიძემ.

დავით ბერძენიშვილის სიტყვებით, “ეს ხალხი არ მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი აღშფოთების მიხედვით”.

“მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენ წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აყევით. მე ვუთხარი, ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე, აქ ვერ გაივლითო, სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას.

მალე გავარკვიე, ეს ბატონი ხომასურიძე იმ წრის და იმ კამპანიისაა, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რომ გადიოდა, რომ მივედი და დამხვდნენ, ეს იმათში იყო. ეს არის ორკების წარმომადგენელი და ვნახავთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლება“, – განაცხადა დათო ბერძენიშვილმა “ფორმულასთან.

როგორც “ფორტუნა” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

magti 5g