რატომ დგას ნარკოდამოკიდებულების პრობლემა მწვავედ ახალგაზრდებში და როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი – რადიო “ფორტუნას” სტუმარია ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.
დგას თუ არა ეს პრობლემა ახალგაზრდებში?
ეს არის უმძიმესი პრობლემა. ნებისმიერი დამოკიდებულება ადამიანისთვის არის პრობლემა, რადგან ის გარკვეულწილად ბლოკირებას აკეთებს და ავიწროვებს ცნობიერებას. ასეთი ადამიანები საჭიროებენ დიდ დახმარებას, მაგრამ ვიდრე ამ მდგომარეობამდე მივლენ, მანამდე ბევრია გასაკეთებელი, ეს ეხება როგორც საზოგადოებას, სახელმწიფოს, სკოლას და ოჯახს.
არსებობს პოტენციურად წამალდამოკიდებული ადამიანი, პოტენციურობას ჩვენ ვქმით. ადამიანი არ იბადება ამ მოთხოვნილებით, ადამიანს სიამოვნების მიღების მოთხოვნილება აქვს, თუმცა შინაგანი თავისუფლების მიღწევა უჭირს, ეს დიდი ძალისხმევას მოითხოვს. როცა ოჯახზე ვლაპარაკობთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცე, თუ ვინ ქმნის ოჯახში ავტორიტეტს. ოჯახში ავტორიტეტი არის ის ადამიანი, ვინც სითბოს ანაწილებს ოჯახის წევრების მიმართ და არის კონტროლი. სითბო და კონტროლი უნდა იყოს ისე განაწილებული, რომ ბავშვმა საკუთარი თავის მნიშვნელობა განიცადოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია ოჯახს მოზარდის განცდა ამოიცნოს. ბავშვი, მოზადი ყოველთვის გძნობს, რომ მას მხარდამჭერი ჰყავს. ეს მხარდაჭერა მას გარკვეულ ასაკში სჭირდება.
რა როლი აქვს სახელმწიფოს ამ პრობლემის მოგვარებაში?
სახელმწიფო არის კანონი. კანონი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ კულტურას ემსახურებოდეს. კულტურა კი ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლეს, ამიტომ კანონები დიდი სიფრთხილით არის მისაღები. როგორი ნარკოტიკია, ამას იმდენად მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც იმას, რომ არსებობს ადამიანში ის მდგომარეობა, როცა მას სურვილი აქვს ხელი წაიღოს ნარკოტიკისკენ, გახდეს რაღაცაზე დამოკიდებული და არ იყოს თავისუფალი.
როგორ უნდა მოხდეს ნარკოდამოკიდებულების საკითხის მოგვარება?
არსებობს პროპორციული დამოკიდებულება გარკვეული მოვლენის მიმართ, თუნდაც ეს იყოს გარკვეული სიმკაცრე. პროპორციული მოვლენის მიმართ ნებისმიერი რეაქცია არ არის აგრესია. სიტყვას და რაკლემირებას ბევრი დიდი ძალა აქვს. დღევანდელი შსს კარგად მუშაობს. .