როგორ უნდა გავხადოთ პროექტი გაყიდვადი და წარმატებული – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ პიარის სპეციალისტმა ირინა ცერცვაძემ ისაუბრა.
როგორ იწერება პროექტი?
პროექტი ეს არის განსაზღვრული დროის მონაკვეთში შესრულებული სამუშაო. პროექტის განხორციელების პროცესში, მნიშვნელოვანია მკაფიოდ იქნას ჩამოყალიბებული მიზანი, მიზნის მისაღწევად უნდა მოხდეს გუნდის ფორმირება, ფუნქციათა გადანაწილება/დელეგირება შესაბამისი კომპეტენციითა და გამოცდილებით.
პროექტის მიზნის მისაღწევად სასურველია გამოვიყენოთ „SMART“ კონცეფცია, რომელიც მოიცავს შემდეგი კომპონენტების ერთობლიობას: სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური, დროში გაწერილი. ასევე PEST ანალიზი – გარემო სკანირება, რისკ ფაქტორები.
მნიშვნელოვანია პროექტის ფაზების გასაზღვრა: იდეა, არსი, მისია, ამოცანები, რისკ ფატორები, მოსალოდნელი შედეგები, აქტივობები, თვისობრივი და რაოდენობრივი ინდიკატორები… სწორად ბიუჯეტირება. კონკრეტულ შემთხვევაში, წინასწარ უნდა იქნას შესწავლილი პრობლემა, რომლის აღმოფხვრასაც ემსახურება ჩვენი პროექტი.
რა არის მნიშვნელოვანი წარმატებული პროექტის განსახორციელებლად?
წარმატებული პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია: აქტივობების სწორად დაგეგმვა, მართვა, განხორციელება, დელეგირება, ეფექტური კომუნიკაციები ასევე შეფასება.
რა განაპირობებს პროექტის მდგრადობას?
პროექტის მდგრადობას განაპირობებს მისი თვისობრივი ინდიკატორები: პროფესიონალთა გუნდი, გამოცდილება, იმიჯი, დროში გაწერილი აქტივობები, პრ სტრატეგია, იმიჯი, ასევე კონკრეტულ შემთხვევაში პროექტის დაფუძნება/ტრადიციული ხასითი.
პროექტის მართვა წარმოადგენს აკადემიურ დისციპლინას, რომელიც უზრუნველყოფს დროითი, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვას, ორგანიზებას, მართვას, რათა წარმატებით შესრულდეს პროექტის მიზნები.
ტრადიციული მიდგომით, პროექტის მართვის სამკუთხედი მოიცავს შეზღუდვებს. ეს შეზღუდვებია: პროეტის არსი, დრო და ხარჯი.
საინტერესოა ასევე კონკრეტული უნარ-ჩვევების გამომუშავება პროექტის წერისა და წარდგენის პროცესში შესაბამისი ორგანიზაციის პრიორიტეტების განსაზღვრით.
პირადად ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის საინტერესოა სხვადასხვა მიმართულებით პროექტების მართვის გამოცდილება, ასევე საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა: სახელმწიფო გრანტები, საგანმანათლებლო, კულტურული, საერთაშორისო გამოცდილებით.