LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვაქციოთ ვარჯიში ჩვეულებად

41

ყველაფერი ძალიან მარტივია: ნებისმიერი განმეორებადი მოქმედების ჩვეულებად ქცევას მხოლოდ ერთი თვე სჭირდება. მთავარია, ცოტა დაეხმაროთ საკუთარ ორგანიზმს, გონებაში კი, გარკვეული სქემა შეიმუშავოთ.

დააყენეთ მაღვიძარა თქვენთვის მოხერხებელ დროზე და მიეცით საკუთარ თავს პირობა, რომ მისი ზარის გაგონებაზე აუცილებლად დაიწყებთ ვარჯიშს. ამგვარი მეთოდი დაგეხმარებათ ზედმეტი ფიქრის და ორჭოფობის გარეშე შეასრულოთ საკუთარი თვისთვის მიცემული პირობა. იცხოვრეთ ამ რეჟიმში და დარწმუნებული იყავით, რომ ერთ თვეში აუცილებლად ჩამოგიყალიბდებათ ვარჯიშის ჩვევა, ფიზიკური დატვირთვა კი, სიამოვნებას მოგიტანთ და აღარ იქნებით დამოკიდებული განწყობასა და სიზარმაცეზე.

ახალი „უკეთესი“ მე:

* სასარგებლო ჩვევის ჩამოყალიბების შემდეგ, დროა განთავისუფლდეთ მავნე ჩვეულებებისგან.

* დაისახეთ კონკრეტული, რეალისტური გეგმა, დაიწყეთ მცირე ფიზიკური აქტივობებით და ნუ მოინდომებთ ერთ დღეში იქცეთ სუპერვარსკვლავად.

* თუ დიეტის დაცვას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. კვლევებმა დაადასტურა, რომ ისინი, ვინც პოზიტიურად შეხვდა კვებით შეზღუდვებს, უფრო სწრაფად და 10 კილოგრამით მეტი დაიკლო, ვიდრე მათ, ვინც გაუთავებლად წუწუნებდა და აიძულებდა საკუთარ თავს დიეტის დაცვას.

* მეცნიერების მტკიცებით, ნებისყოფის გამომუშავება არც ისე რთულია, მთავარია ხშირად დაუწესოთ საკუთარ თავს საზღვრები. აუკრძალეთ საკუთარ თავს ტკბილეულის და მავნე საკვების მიღება და სისტემატურად გაზარდეთ ფიზიკური დატვირთვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები