LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვქმნით იმიჯს – FM ქოუჩი

135
irinacercvadze

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ვქმნით იმიჯს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ირინა ცერცვაძემ ისაუბრა.

რა არის იმიჯი?

იმიჯი ყალიბდება კეთილგანწყობის და ნდობის შედეგად. წარმატებული ბრენდი  თავის თავში მოიცავს შესაბამის იმიჯს. მართებულად შექმნილი იმიჯი დადებითად მოქმედებს ადამიანების განწყობაზე,   დამოკიდებულებაზე, დარწმუნებასა და ქცევაზე.  ადამიანები  ურთიერთობენ ერთმანეთთან და საზოგადოებას წარუდგენენ თავს საკუთარი იმიჯით.

იმიჯის ცნება წარმოიშვა ლათინური სიტყვებიდან იმაგო, რაც ნიშნავს  შთაბეჭდილებას,  წარმოსახვას,  რომელიც იქმნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთა შეხედულებებით და  ფორმირდება საზოგადოებრივ ან ინდივიდუალურ ცნობიერებაში, იმის საფუძველზე, თუ რას ამბობს და აკეთებს პიროვნება.  იმიჯი  პიროვნების, მისი საქმიანობის  ფსიქოლოგიურ-აზრობრივი ხატია, რომელიც ყალიბდება საზოგადოებაში სოციალური გარემოს, პიროვნების უნარ-ჩვევებისა და ქცევის საფუძველზე. მნიშვნელოვანია სტრუქტურული განსხვავებულობა  წარმატების სამ ძირითად კომპონენტს შორის: იმიჯი, ბრენდი, რეპუტაცია.   ადამიანს აქვს შესაძლებლობა შეიქმნას შესაბამისი იმიჯი, ხოლო რეპუტაცია  შექმნილი იმიჯის რეზულტატია.

 

იმიჯი ყოველთვის სოციალურად განპირობებულია. მას აქვს აქტიური გავლენა  საზოგადოებრივ აზრზე და ბიზნეს საქმიანობაზე.

იმიჯი  ეს არის პიროვნების/ორგანიზაციის  სასურველი სახე, ბრენდი – პირობაა; რეპუტაცია – შესრულებული პირობა. პიროვნების/ორგანიზაციის იმიჯი მოიცავს სამი  კომპონენტის ერთობლიობას: ნდობა, რეპუტაცია, სოლიდურობა.

საკუთარი თავის თვითიდენტიფიკაცია, შემოქმედების/მოღვაწეობის პრეზენტაბელური    წარდგენა.   პიარ საქმიანობის ტიპური მოდელი შესაძლებელია  განვსაზღვროთ შემდეგი ასპექტებით:  საზოგადოებაში კეთილგანწყობის მოპოვება,  რეპუტაციის შენარჩუნება, შიდაორგანიზაციული ურთიერთკავშირი.

როგორ ვქმნით იმიჯს?

საზოგადოებასთან ურთიერთობის  ძირითადი დანიშნულება  რეპუტაციაზე ზრუნვა  და სამიზნე ჯგუფებთან/დაინტერესებულ მხარეებთან  მუდმივი დიალოგის წარმოებაა.

მნიშვნელოვანია, პოზიციონირების სწორად განსაზღვრა (მარტივი მესიჯი, რომელიც უნდა მოვათავსოთ მომხმარებლის გონებაში), რომელსაც აქვს თავისი განზომილებები ( სოციალური, მენტალური… ), როგორ გვინდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე, რითი ვარ განსხვავებულები.

აღსანიშნავია, რომ  პიროვნების/ორგანიზაციის  იმიჯის შესაქმნელად, გარდა  სხვადასხვა პიარ აქტივობებისა და  ინსტრუმენტების გამოყენებისა აქტიურად გამოიყენება  სატელევიზო სივრცეში  სიუჟეტების მომზადება სხვადასხვა მიმართულებით:  გამოცდილება, ოჯახი, ჯანსაღი ცხოვრების წესი; ცხოველებთან ურთიერთობა, როგორც პიროვნების ჰუმანურობის გამომხატველი ასპექტი, ჰობის წინა პლანზე წამოწევა. პიროვნების იმიჯის შესაბამისი ხარისხით ამ  აქტივობების განხორციელება, საზოგადოებაში (ქვეცნობიერი) იწვევს  კეთილგანწყობას, ემოციასა და ნდობას.

იმიჯი ყოველთვის სოციალურად განპირობებულია. მას აქვს აქტიური გავლენა საზოგადოებრივ აზრზე და ბიზნეს საქმიანობაზე.

იმიჯის ჩამოყალიბების პროცესში, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ეფექტური წარმართვა  პარტნიორულ ორგანიზაციებთან, მიზანმიმართულ სეგმენტთან. აღსანიშნავია ეფექტური კომუნიკაციის მართვის სამი ძირითადი მიმართულება: ინფორმაციულობა, იურიდიულად დასაბუთება, გამჭვირვალობა. ამ სამი კომპონენტის ერთობლიობა ქმნის საზოგადოებაში კეთილგანწყობას,  რომელიც იწვევს საზოგადოების ნდობას და შემდეგ სასურველ იმიჯს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები