როგორ ვრეალიზდეთ პროფესიული კუთხით – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“’ეიჩარ ექსპერტმა სერგო ნოზაძემ ისაუბრა.
გვიჭირს თუ არა გაცნობიერება, პროფესიოული არჩევანის გაკეთების დროს?
საჭიროა პასუხი გავცეთ კითხვებს, რომლებიც გაგვაცნობიერებინებს იმას, რასაც ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს.
თვითშემეცნება:
რა საშუალებები არსებობს კარიერული/პროფესიული მიზნების მისაღწევად?
საიდან დავიწყო და რა უნდა იყოს ჩემი განვითარების გზა (სტრატეგია):
საქართველოს შრომის ბაზრის 2019 წლის ანალიზის შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონეა. უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 20-დან 24 წლამდე ახალგაზრდების ასაკობრივი ჯგუფი გამოირჩევა.
ახალგაზრდებში უმუშევრობის დაბალ მაჩვენებლს განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ საქართველოში ახალგაზრდები უმეტესწილად ეუფლებიან უმაღლეს განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ ძირითადად აწყდებიან შემდეგი სახის სახის პრობლემებს:
მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ გარემოში ადვილად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ტრენინგები, განვითარების მიზნობრივი პროგრამები და პროექტები (მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროგრამების მხარდაჭერით სრულად ან ნაწილობრივ თანადაფინანსებული), კვლავაც დიდ გამოწვევად რჩება ადამიანების სწორი პროფესიული არჩევანის ჩამოყალიბების, პიროვნული, პროფესიული, კარიერული და განვითარების სისტემების დაგეგმვა და განხორციელება. ყოველივე აღნიშნული კი საბოლო ჯამში აისახება უმუშევრობის მაჩვენებლებში, მათ შორის, ადამიანის პოტენციალის რეალიზების ეფექტურობაში.
როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა სწავლების დროს ყურადღება გამახვილდეს პრაქტიკულ სწავლებაზე?
მიუხედავად განსხვავებული სწავლების მეთოდებისა და სისტემების დანერგვისა ცალკეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისინი მეტწილად თეორიული ცოდნის გადაცემაზე არიან ორიენტირებულები.
რა გვჭირდება? შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ძალიან პრაქტიკული კომპეტენციების განვითარება, სხვადასხვა სექტორებში არსებული პროცესების, სამუშაოების (ჯობს) რეალური აღქმა, ადამიანების განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებზე (პიროვნული, პროფესიული, ფიზიკური) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და რაც ყველაზე მთავარია – უამრავი ინფორმაციიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება, ანალიზი და სწორი გადაწყვეტილების მიღებაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ანუ – „რა მჭირდება მე“ (ამ ყველაფრიდან) და „საიდან დავიწყო“.
Career Guidance 2.0© პროგრამის გაშვებასთან ერთად, რომელიც უკვე 2020 წლის სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, მისი შედგომი განვითარების ძალიან კონკრეტული სტრატეგიაც მზადაა. სტრატეგია ითვალისწინებს კარიერის მართვის ეკოსისტემის განვითარებას.
– შეფასების სისტემები – პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობების შეფასება და პროფილირება;
– ფორმალური (უმაღლესი, პროფესიული) და არაფორმარული განათლების პროგრამები და განათლების პროგრამების პროვაიდერები;
– დამსაქმებლები ყველა სექტორიდან (საჯარო, კერძო, საზოგადოებრივი);
– კონსულტირებისა და პერსონალური მრჩევლის სერვისები;
– HR პროფესიონალები, ქოუჩები, მენტორები და პოზიტიური ფსიქოთერაპიის ექსპერტები;
– სხვადასხვა დარგის წამყავნი ექსპერტები და დარგის პროფესიონალები;
– ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მონაცემები და სამომავლო პროგნოზები.
რას ვავითარებთ?
ICDC I HOME ავითარებს კარიერული განვითარების ეკოსისტემას, პიროვნული და პროფესიული განვითარების ელემენტების სრულად გათვალისწინებით.
ეკოსისტემა კარიერული დაგეგმვისა და მისი მართვის სამივე დონეს მოიცავს – კონსულტირებიდან – კარიერის დაგეგმვისა და კარიერული, პიროვნული და პროფესიული განვითარების მართვის ჩართვლით:
სამიზნე აუდიტორია: IX კლასის და XII კლასის მოსწავლეები, სტუდენტები, ზრდასრულები, რომელთაც სურთ არსებული პროფესიის შეცვლა ან ახალი სპეციალიზაცია.
სისტემის ძირითადი ელემენტები:
1. ადამიანური პოტენციალის შეფასების ცენტრი
კვლევითი ინსტრუმენტებისა და ულტრათანამედორვე მეთოდოლოგიების ერთობლიობა, რომელიც გვაძლევს ცოდნას საკუთარი თავის შესახებ:
2. ერთიანი მონაცემთა ბაზა პროფესიების და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესახებ:
3. შრომის ბაზრის მოთხოვნები
.
4. ერთიანი მონაცემთა ბაზა პიროვნული და პროფესიული განვითარებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ
5. პიროვნული კონსულტირება და განვითარების გზამკვლევები