“დიმიტრი მედვედევმა, წოდებით რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და სტატუსით ლენჩმა და ღრმა ალკოჰოლიკმა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საქართველოს და ყაზახეთს ხელოვნურად შექმნილ სახელმწიფოებს უწოდებს და უკრაინის შემდეგ ამ ქვეყნების ოკუპაციას აანონსებს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის აღსადგენად სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერთებას.” – წერს გოცირიძე
რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ ტექსტი, რომელიც მედვედევმა გამოაქვეყნა, კრემლში წინასწარ ჰქონდათ აღნიშნული, როგორც პუტინის მიერ შეთხზული უკრაინის ისტორია.
“როგორც ჩანს, ეს ტექსტი კრემლში მზად ჰქონდათ წინასწარ, ისევე როგორც პუტინის მიერ შეთხზული უკრაინის ისტორია, რომელსაც კიევის აღებისთანავე გამოაქვეყნებდნენ.” – წერს გოცირიძე
ოპოზიცონერი პოლიტიკოსის აზრით ჯერ კიდევ არ არის კარგად გაცნობიერებული, თუ რა როლს თამაშობს უკრაინა და მისი ხალხი მსოფლიოს წინაშე.
ელისაშვილი: „საშიში გეგმები აქვთ.. ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი“
"რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო ამის საპირისპიროდ: ევროპელებს და ამერიკელებს ლანძღავს და ლაჩრულად "აბა ომი გინდა"-ს გაიძახის დღენიადაგ. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას ვაძლიერებდეთ და ომისთვის ვემზადებოდეთ" - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
“ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა ისტორიულ როლს თამაშობს უკრაინა და მისი გმირი ხალხი მსოფლიოს წინაშე. პოლონეთის პრეზიდენტმა დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის დაცემის შემდეგ პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების რიგიც დადგებაო. როცა ამას ნატოს წევრი ქვეყანა ამბობს, რა საფრთხეები უდგათ ჩვენს მსგავს ქვეყნებს, ძნელი მისახვედრი არაა
“საქართველოს გადარჩენა უკრაინის გამარჯვებაშია, ამიტომაა მისი მხარდაჭერა თითოეული ქართველის ვალი.
p.s. ლენჩმა და ღრმა ალკოჰოლიკმა დიმიტრი მედვედევმა გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ეს პოსტი წაშალა. ვნახოთ, რას იტყვის, სიმთვრალეს მიაწერს თუ იტყვის, რუსული სოციალური ქსელის გვერდი გამიტეხესო”, – წერს გოცირიძე.
ცოტა ხნის წინ, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო Tass-მა გაავრცელა მედვედევის თანაშემწის კომენტარი, რომელშიც ოლეგ ოსიპოვი ამბობს, რომ მედვედევის გვერდი გატეხეს.
იხილეთ ვრცლად:
„გვერდი გატეხილია“ – თანაშემწე ამბობს, რომ მედვედევს საქართველოზე პოსტი არ დაუწერია
