LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვერდი გატეხილია“ – თანაშემწე ამბობს, რომ მედვედევს საქართველოზე პოსტი არ დაუწერია

327
Untitled design (1)

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე აცხადებს, რომ დიმიტრი მედვედევის სოციალური ქსელი – ВКонтакте გატეხილია.

რუსული მედიასაშუალება Tass-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლეგ ოსიპოვი ოფიციალურად აცხადებს.

მისი თქმით, პოსტი, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი, მედვედევის დაწერილი არ არის.

ოსიპოვი ამბობს, რომ მედვედევის მიერ მის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი ეხებოდა საზღვაო ძალებს, ხოლო იმას, თუ საიდან გაჩნდა ტექსტი, რომელიც 10 წუთში წაიშალა და ვინ გატეხა გვერდი – სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გაარკვევს.

შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც მედვედევი რუსეთის საზღვრების აღდგენაზე და მეზობელ ქვეყნებზე საუბრობს.

მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს

ამ დროისთვის სტატუსი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. გამოცემა Meduza წერს, რომ პოსტი 10 წუთში წაიშალა, თუმცა მისი “სქრინშოტი” საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.

მედვედევის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში საუბარია საქართველოზე და აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.

წერია, რომ 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა და ის დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და რომ ჩრდილოეთ და სამხრეთი ოსეთი, ასევე აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g