LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ჩანს, მთავრობის წევრებს ინფლაციის თემა არ აინტერესებთ და ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერენ – აკაკი ცომაია

64
5e9dc90034353

„როგორც ჩანს, მთავრობის წევრებს, ინფლაციის თემა მაინც და მაინც არ აინტერესებთ და ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერენ“, – ამის შესახებ ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომელმაც ინფლაციის საკითხზე „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც ცომაია განმარტავს, დღეს ინფლაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან გზას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება წარმოადგენს, რომელზეც მისივე თქმით, პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები, ნაკლებს საუბრობენ.

ცნობილი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკი საკმაოდ გამჭვირვალე ინსტიტუტი გახდა.

„ეს სახეზეა, მაგრამ მათ განცხადებებში შეინიშნება რბილი გამონათქვამები ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით, უფრო მეტი აქცენტები უნდა გაკეთდეს იმ მიმართულებით, რომ ინფლაციის გამომწვევი ერთ-ერთი ცხადი ფაქტორი ბიუჯეტის დეფიციტი გახლავთ. მაშინ, როდესაც შინამეურნეობებსა და ფირმებს გვიძვირებენ სესხებს, და ამ დროს 2022 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია კვლავ ხელფასების გაზრდა და პარალელურად იპოთეკური სესხების სუბსიდირება მიმდინარეობს, ამ ფონზე, ნამდვილად ძალიან ცუდად გამოიყურება ყოველივე ეს“, – აღნიშნა აკაკი ცომაიამ „საქმიანი დილის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g