LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ჩანს, პრეზიდენტი ვეტოზე ფიქრობს – ელისაშვილი

58
Untitled design

“როგორც ჩანს, პრეზიდენტი ფიქრობს ვეტოზე. ვისურვებდი, რომ მან ვეტო დაადოს ამ კანონპროექტს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება”, – განაცხადა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ გუშინ, შეხვედრის დროს, სალომე ზურაბიშვილს კანონპროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

ელისაშვილის თქმით, პრეზიდენტს პოზიცია არ დაუფიქსირებია და მას უბრალოდ მათი არგუმენტები და პოზიცია აინტერესებდა.

როგორც დეპუტატი ამბობს, კანონპროექტი, უფლებების თვალსაზრისით, უკანგადადგმული ნაბიჯი და საბჭოთა კავშირისკენ სვლაა, რასაც მხარს არ უჭერენ:

“ლევან იოსელიანმა სალომე ზურაბიშვილს მოახსენა ჩვენი არგუმენტები და უთხრა, რატომ მიგვაჩნია ეს, უფლებების თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯად. პრეზიდენტი ვეტოს დაადებს თუ არა, არ ვიცი ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ ის კონსულტაციებს აწარმოებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და აინტერესებს არგუმენტები ამ ცვლილებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტს პოზიცია არ დაუფიქსირებია, მას უბრალოდ აინტერესებდა ჩვენი არგუმენტები და პოზიცია. უბრალოდ ისმენდა, რამდენადაც ლევანმა მითხრა. ძალიან მარჩიელობა გამოვა, რომ ვთქვათ პრეზიდენტი თვალების მიხედვით რას ფიქრობდა და ფიქრთა დინება დავიჭირეთ თუ არა მისი თითების მოძრაობით. ეს სერიოზული არ იქნება. არ ვიცით, ფაქტია, რომ აინტერესებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს, ფიქრობს ვეტოზე. ვისურვებდი, რომ მან ვეტო დაადოს ამ კანონპროექტს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფლებების თვალსაზრისით ეს უკანგადადგმული ნაბიჯი და საბჭოთა კავშირისკენ სვლაა, რასაც მხარს არ ვუჭერთ.” – თქვა ელისაშვილმა.

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს: ხვიჩია

magti 5g