LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც ჩანს, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა გამიზნული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადადის“ – ცესკო თანამშრომლების მიმართ სავარაუდო ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს

113
ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაცია თანამშრომლების მიმართ სავარაუდო ზეწოლისა და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ გამოყენების მცდელობას ეხმაურება.

გავრცელებულ განცხადების თანახმად, როგორც ჩანს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მის თანამშრომელთა გამიზნული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადადის – ცესკოს ინფორმაციით, ფიქსირდება მათი პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად მოპოვებისა და გამოყენების არაეთიკური მცდელობები, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირად ცხოვრებაში შეჭრის, მათგან პერსონალური ინფორმაციის მოპოვების, მცდელობები.

„ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც ღია და გამჭვირვალე ორგანიზაციის რეპუტაცია უდავოა, როგორც ჩართული მხარეებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ხოლო მისი თანამშრომლები თავიანთ საქმიანობაში განუხრელად იცავენ მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებს.

ამ ფონზე, მსგავსი კამპანიები და მცდელობები ცალსახად ემსახურება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გადაფარვას და გაუფასურებას, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო პერიოდის განმავლობაში და შესაძლოა შეფასდეს, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით.

საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა კანონიერი ბერკეტის გამოყენებით არ დაუშვებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლებების შელახვას, მათ პირად ცხოვრებაში შეჭრასა და პერსონალური ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგოდ გავრცელებას.

ადმინისტრაციის თანამშრომლები კანონშესაბამისად და ღირსეულად გააგრძელებენ საქმიანობას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად, საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად იქნება თავისი თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი, ხოლო ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

დღეს, როდესაც ევროპაში გამოკვეთილი აქცენტია საარჩევნო ადმინისტრაციების თანამშრომელთა რეპუტაციის, საქმიანობის და იმიჯის დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი ჩართული მხარე მოქმედებს ვიწრო პირადი თუ პარტიული ინტერესებით, რაც თავის მხრივ ხელს უშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და აზიანებს საარჩევნო გარემოს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან ეთიკისა და კანონის მოთხოვნები და ხელს ნუ შეუშლიან 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, ვინაიდან არჩევნები საერთო საქმეა.“ – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

საინფორმაციო ბრიფინგი 21.03.2024

⭕️👉 ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ბრიფინგი #ცესკო #საინფორმაციობრიფინგი

Posted by საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia on Wednesday, 20 March 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები