LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც დედამ, ქალმა და პრეზიდენტმა, მინდა ყველას შევახსენო იმუნიზაციის აუცილებლობა“

100
_O8A6384

„როგორც დედამ, ქალმა და როგორც პრეზიდენტმა, მინდა ყველას შევახსენო იმუნიზაციის აუცილებლობა“ – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლუგარის ლაბორატორიაში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, იმუნიზაცია ქვეყნისათვის, თითოეული ოჯახისა და ბავშვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ცრუ ინფორმაციაა შემოსული მეზობელი ქვეყნიდან - პრეზიდენტი ლუგარის ლაბორატორიას ესტუმრა

პრეზიდენტმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს მიმართა.

„როგორც დედამ, ქალმა და როგორც პრეზიდენტმა, მინდა ყველას შევახსენო იმუნიზაციის აუცილებლობა, თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ იმუნიზაცია ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივ ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში სტუმრობისას და განაცხადა, რომ ცენტრი ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში იმუნიზაციის მიმართულებით.

სალომე ზურაბიშვილი კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის განსაკუთრებით საშიში კულტურების ეროვნული საცავი, ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიისა და გენომის ლაბორატორიები დაათვალიერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები