LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც იქნა – რონალდომ იტალიური ანგარიში გახსნა (video)

67

იტალიის სერია ა-ს გასულ ტურში კრისტიანო რონალდომ როგორც იქნა გოლის გატანა შეძლო. “იუვეს” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა “სასუოლოს” კარში დუბლი შეასრულა.

რონალდო “იუვეში” გადასვლის შემდეგ 3 მატჩში უშედეგოდ ცდილობდა გოლის გატანას. “სასუოლოს” კარში გატანილი მეორე გოლი კრისტიანოსთვის ეროვნულ ჩემპიონატებში გატანილი რიგით მე-400 გოლია. აქედან 311 რონალდომ “რეალის” მაისურით გაიტანა, 84 გოლით თავი “მანჩესტერში” გამოიჩინა, 3-ჯერ მეტოქის კარი “სპორტინგის”,ხოლო 2-ჯერ “იუვენტუსის” მაისურით აიღო. გამოცემა MARCA-ს ინფორმაციით რონალდო ისეთი მონდომებით ემზადებოდა “იუვენტუსში” თავის გამოსაჩენად,რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ფერნანდო სანტუშს სექტემბრის მატჩებისაგან გათავისუფლება სთხოვა.

“ახლა უკვე კმაყოფილი ვარ,სეზონი კარგად დაიწყო.რასაკვირველია ამ გოლებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის,ყველა იმ საუბრის მერე რაც ჩემი “რეალიდან” წასვლის შემდეგ ისმოდა.ვღელავდი,მაგრამ ვიცოდი რომ გოლის გატანა დროის ამბავი იყო.იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია წარმატებულად გავიარე.”- განუცხადა რონალდომ Sky Italia-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები