LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები, აღდგენით სამუშაოებს დავიწყებთ – კახა კალაძე

BeFunky-collage (2)

“მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და მოგვეცემა დანგრეულ შენობა-ნაგებობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაობს,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა იმ სასტუმროების მფლობელებს და რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს.

“რა თქმა უნდა ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს უკან ვერ დავიბრუნებთ. ამ ფაქტმა ნამდვილად მთელი საზოგადოება შეძრა. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებულთა დახმარების სურვილი. 2 დღის განმავლობაში არ წყდება ზარები, შეტყობინებები იმასთან დაკავშირებით, რომ უბრალო ჩვენი მოქალაქეები გამოთქვამენ სურვილს დაეხმარონ დაზარალებულ ადამიანებს სხვადასხვა ფორმით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს სოლიდარობისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო სასტუმრო “შაინის”, “ტეხასის”, “რუსთაველი 43″-ის მფლობელებს იმ თანადგომისთვის რაც გამოიჩინეს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე განათავსეს დაზარალებული 75 ადამიანი,”- განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g