LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს – სალომე ზურაბიშვილი

85

როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს, ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით, იქ გატარებული წლების გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატმა იმ სტუდენტებზე ისაუბრა, რომელთა საზღვარგარეთ სწავლასაც ბიუჯეტი აფინანსებს და აღნიშნა, რომ ამ სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნა  ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ.

“ჩვენგან მიდის ძალიან ბევრი სტუდენტი. ზოგიერთი კანდიდატი ამბობს, რომ მე გავუშვებო, მაგრამ ამ ფონდით ვერავის ისე რაოდენობრივად ვერ გაუშვებს, მაგრამ დღეს უკვე ხელისუფლება უშვებს ძალიან ბევრ სტუდენტს, რომლებიც სწავლობენ სხვადსხვა ქვეყანაში. პრობლემა სად არის – ის კი არა, რომ ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, ის კი არა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები არ გვყავს, ის კი არა, რომ იქაც არ ასახელებენ საქართველოს და ბოლომდე არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, ის კი არა, რომ არ ბრუნდებიან როგორც უწერიათ თავიანთ ხელშეკრულებაში, წასვლისას რაზედაც აწერენ ხელს. პრობლემა ის არის, რომ როცა ბრუნდებიან, სახელმწიფო ვერ ხვდება, როგორც უნდა დახვდეს და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ეუბნება, რომ “ბოდიში, მაგრამ თქვენთვის ადგილი არ გვაქვს” და ისინი ისევ მიდიან. ეს არის ის, რაც ძალიან სწრაფად უნდა გამოსწორდეს. მე როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს, ვინც დაბრუნდება, იქაური ცოდნით, იქ გატარებული წლების გამოცდილებით და ვნახოთ როგორ შეიძლება, რომ ესენი მოვახმაროთ იმ ქვეყანას, რომელმაც მათთვის დახარჯა თავისი ბიუჯეტის თანხები. ეს არის სწორი მიდგომა და ეს ქვეყანა ასევე ამით უნდა გაძლიერდეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g