LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა – წულუკიანი ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმაზე

268
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

„სტრატეგია აღმაშენებელი“, ძალა, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ რაღაც რესურსს შეიძენდა და თავის დროზე გამოეყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ აბსოლუტური ილუზიებით, ახლა ისევ უბრუნდებიან ძველ გაერთიანებას, რომელსაც იდეოლოგიურად ყოველთვის ეკუთვნოდნენ, – ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.

„ძალიან თუ მოვინდომებთ, ვიყოთ სერიოზულები, უკეთეს შემთხვევაში, ეს გაერთიანება უნდა შეფასდეს იმად, რომ ძალა, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ რაღაც რესურსს შეიძენდა, პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებოდნენ, იქნებოდა პოლიტიკური გაერთიანება, ხმებს მოიპოვებდნენ და გამოეყვნენ თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“, მე ვიტყოდი, აბსოლუტური ილუზიებით, ახლა ისევ უბრუნდებიან ძველ გაერთიანებას, რომელსაც ისინი იდეურად და იდეოლოგიურად ისედაც ყოველთვის ეკუთვნოდნენ და ამით ცდილობენ საკუთარი თავის გაძლიერებას.

უარეს შემთხვევაში, შეიძლება ალბათ ითქვას, რომ, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა და აქედან ჩვენ არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი.

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ, რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძვლებზე ოპონირებას გაუწევენ მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა. ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 ივლისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადეს.

ლევან ხაბეიშვილი: დღეიდან „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საერთო სტრატეგია

ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიები პროდასავლური პლატფორმაზე გაერთიანდებიან და  „ნაციონალურ მოძრაობას“„სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად ექნება ერთიანი მიდგომა „ქართული ოცნების” დასამარცხებლად.

„ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის ერთადერთი განსხვავება შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უკეთესად დახტუნავს და დარბის” – გია ცაგარეიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g