LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ისე ეს პროცესი მთავრდება გაძვირებით! – შალვა ნათელაშვილი

76

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, სემეკ-ის იმ დარბაზში, სადაც საჯარო სხდომები იმართება, მჯდომარე აქცია დაიწყო.

ნათელაშვილის განცხადებით, ის არ მისცემს კომისიის წევრებს საშუალებას, რომ სხდომა განაახლონ.

„ლეიბორისტული პარტია“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროცესი და არ დაუშვან ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება, რადგან ეს არის უკანონო.

„როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ისე ეს პროცესი მთავრდება გაძვირებით ყოველთვის! და თქვენი მოსატყუებელი კბილი კაი ხანია მოვიცვალე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მიუხედავად „ლეიბორისტული პარტიის“ პროტესტისა და ხმაურისა, სემეკ-ის წევრებმა „თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს, თუმცა ამის შემდეგ სხდომის გაგრძელება და შემდეგი საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა.

ადგილზე იმყოფებიან სემეკ-ის დაცვის წარმომადგენლები. ხმაურის გამო საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g