სინოპტიკოსების ცნობით, დღეს, 31 ოქტომბერს თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი – ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
ქუთაისში +22 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7.
ბათუმში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
მზიანი დღეა ფოთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში დღის განმავლობაში ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.
ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ბაკურიანშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.
ომალოშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +11, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
რუსთავში მზიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
29-31 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 🌤 1 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია…
Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2024