LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა? (ვიდეო)

103

27 ივნისს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად შევა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი მოტომე ტაკისავა და ადგილობრივი ხელისულფების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელების და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა, E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული. 

სამუშაოის ღირებულება 71 მილიონ ლარი და 22 მილიონი ევროა. პროექტი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები