პოპ-მუსიკის მეფე თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. მისი საიდუმლოებით მოცული პირადი ცხოვრება დღესაც მედიის განხილვის მთავარი თემაა. ბევრს საუბრობენ მის უცნაურ გატაცებებსა და დამოკიდებულებაზე მედიკამენტების მიმართ. ცალკე აღნიშვნის ღირსია პლასტიკური ქირურგია, რომელსაც ლეგენდარულმა მუსიკოსმა არაერთხელ მიმართა გარეგნობის შეცვლის მიზნით.
სპეციალისტებმა მაიკლ ჯქეონის სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოების მიხედვით შექმნეს პორტრეტი. ეს ფოტო გვიჩვენებს, როგორი იქნებოდა მუსიკოსი 50 წლის ასაკში პლასტიკური ოპერაციების გარეშე.