ამერიკელი მამაკაცი სამგზავრო ლაინერის ერთადერთი მგზავრი იყო. 35 წლის ვინსენტ პეონე კოლორადოს შტატიდან იუტაში მიფრინავდა და 68 მგზავრზე გათვლილ ხომალდში მარტოდმარტო აღმოჩნდა.
ვინსენტმა თავისი უჩვეულო მოგზაურობა დეტალურად გადაიღო და შემდეგ კადრები ქსელში გაავრცელა. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მამაკაცს ბორტის წევრები მიესალმნენ, ფრენის წესებიც დეტალურად აუხსნეს. შემდეგ ხომალდი ქვიშის მეშოკებით გაავსეს, რათა მას აფრენა გამარტივებოდა. ეულად ფრენა ძალიან კომფორტული აღმოჩნდა, დანიშნულების ადგილზე ჩაღწევის შემდეგ ამერიკელმა პილოტებს მადლობა პირადად გადაუხადა.
ვიდეო ქსელში მოხვედრისთანავე ვირუსული გახდა და ერთ ღამეში 2 მილიონი ნახვა დააგროვა. ყველაზე დიდი აღფრთოვანება კი არა ვინსენტის მოგზაურობამ არამედ ზედმეტად სიმპატიურმა პილოტმა დაიმსახურა.
Last week @Delta gave me my own private jet…kind of. pic.twitter.com/p14OGLw1jv
— vincent peone (@vincentpeone) August 12, 2019
Last week @Delta gave me my own private jet…kind of. pic.twitter.com/p14OGLw1jv
— vincent peone (@vincentpeone) August 12, 2019