ქალბატონების უმეტესობა ვერასდროს ამბობს უარს შოკოლადზე, ფსიქოლოგების აზრით კი, ყველასთვის საყვარელი ტკბილეული სუსტი სქესის წარმომადგენლების ხასიათს განსაზღვრავს და უამრავის თქმა შეუძლია მათ ინდივიდუალრ თავისებურებებზე.
* თუ ქალბატონი შავ შოკოლადს ანიჭებს უპირატესობას, ის აუცილებლად ავანტიურისტია, მოსწონს სპონტანურობა და თავგადასავლები. ასეთი ქალები არასდროს განიცდიან მამაკაცთა ყურადღების დეფიციტს, არ ეშინიათ ცვლილებების და მიზანდასახულები ყოველთვის წარმატებას აღწევენ პროფესიონალურ სფეროში.
* თეთრი შოკოლადი მგრძნობიარე და ემოციურ ქალბატონებს უყვართ, რომლებიც დიდ დროს უთმობენ სახლში მყუდროების შექმნას, ნამდვილ სიყვარულსა და იღბლიან ქორწინებაზე ოცნებობენ.
* რძიანი შოკოლადის მოყვარული ქალბატონები სწრაფად ღებულობენ გადაწყვეტილებას, თავისუფლად შეუძლიათ სირთულეების დაძლევა და ყოველთვის იციან რა უნდათ ცხოვრებისგან. მამაკაცები არასდროს არიან გულგრილი ამგვარი ქალბატონების მიმართ, რადგან ძალიან მოსწონთ მათთან არშიყი.
* მათ ვისაც, შოკოლადი თხილით ან ხილით ხიბლავს, დიდ დროს უთმობენ საკუთარ გარეგნობას, ძალიან უყვართ ძვირფასი სამკაული, დიზაინერული ტანსაცმელი და ყოველთვის მარტივად აღწევენ დასახულ მიზანს.