უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, „როგორი თავჩაქინდრულიც შევა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ისხდებიან მთელი წლის განმავლობაში“.
მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოეწერა მოუწევს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მათ მოუწევთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა და მერე, პარლამენტში როგორი თავჩაქინდრულებიც შემოვლენ, ასე ისხდებიან მთელი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა, თუმცა, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს: ირაკლი კობახიძე