„გარეთ ყოფნას და აქციების ტარებას, სჯობს შიგნით იყვნენ – იკამათონ, იმსჯელონ,“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება შეაფასა.
შს მინისტრის განცხადებით, ის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.
„მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას. ეს ძალიან კარგია. გარეთ ყოფნას და გარეთ აქციების ტარებას, სჯობს შიგნით იყვნენ და შიგნით იკამათონ, იმსჯელონ. ეს უფრო კარგი იქნება, უფრო ჯანმრთელი მიდგომაა პოლიტიკისთვის, ვიდრე გარედან მიტინგების და არეულობების მოწყობები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თუ „ნაცმოძრაობა“ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, საპარლამენტო ჯგუფებში ვერ იმუშავებს
6-7-თვიანი მსჯელობის შემდეგ, ენმ-მ გადაწყვიტა, წავიდეს მარცხჯვნივ: არჩილ თალაკვაძე