„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება – წავიდეს მარცხჯვნივ. მათ გადაწყვეტილებას ზუსტად ასე შევაფასებდი,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა და ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და თქვა, რომ ენმ-ს თან სურს პარლამენტში შევიდეს, თუმცა, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწეროს.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ჩვენი ქვეყნის პარტნიორების, საზოგადოებისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობიანი ქმედებების შემდეგ, პოლიტიკური პროცესი ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდა და საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიცია ჩაერთო.
„6-7-თვიანი მსჯელობის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება – წავიდეს მარცხჯვნივ. მათ გადაწყვეტილებას ზუსტად ასე შევაფასებდი, იმიტომ, რომ მათ თან ყოფნა პარლამენტში უნდათ, თან შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ სურთ,“ – თქვა ვიცე-სპიკერმა და დასძინა, რომ ენმ-ის პოზიცია – პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ანტისახელმწიფოებრივი იყო.
„ეს არის ანტისისტემური პარტია, რომელიც მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ როგორმე ქვეყნის დემოკრატიული პროცესი დაებლოკა. ამით მათ ხელი შეუშალეს ქვეყნის განვითარებას, დააკარგვინეს ენერგია და დრო. თუმცა, კარგია, რომ ეს ხელოვნური კრიზისი დასრულებულია,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის,თუმცა,შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს