LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი უნდა იყოს იდეალური საუზმე – ექიმ ენდოკრინოლოგის რჩევები

355
page

თანამედროვე ცხოვრების საოცრად დატვირთული რიტმის გამო, ბუნებრივია, კების რეჟიმის დაცვა მარტივი არ არის. არადა, ჯანსაღი კვების კუთხით, საუზმე ერთერთ უმთავრეს პუნქტს წარმოადგენს. როგორი უნდა იყოს საუზმე, რა მინერალების მიღებაა აუცილებელი დილით იმისათვის, რომ მთელი დღე ვიყოთ ენერგიულები, – ამის შესახებფორტუნას დილისეთერშიევექსისადარედმედისპლატფორმის ექიმი ენდოკრინოლოგი, ნინი გიგაია საუბრობს.

პოდკასტი:

 „დილის საუზმე არის აუცილებელი და ზოგადად, დღის კალორაჟის უმეტესობა უნდა მოდიოდეს დღის პირველ ნახევარში, შესაბამისად, დილის საუზმით დაწყება არის უმნიშვნელოვანესი. ყველა ვურჩევ, დილით, თუნდაც მცირე ულუფა მიიღოს, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე კი ერთი ჭიქა წყალი დალიოს.

საუზმე უნდა იყოს დატვირთული ნახშირწყლებითა და ცილოვანი პროდუქტებით. დილით არ არის რეკომენდებული „ფასთ ფუდით“ კვება და ასევე შემწვარი საკვების მიღება. ერთ კვებაზე ორი სახის ბურღულეული არ უნდა მიირთვათ. ასევე კარგია, თუ მიიღებთ ცილოვან პროდუქტებს, როგორიცაა ყველი, კეფირი და ხაჭო. ზოგადად, კვება დღეში სამ-ოთხ ეტაპად უნდა გადანაწილდეს, სამ-ოთხ საათიანი შუალედით. ხილი უნდა მიირთვათ დღის პირველ ნახევარში. წახემსების დროს ძალიან კარგია თხილეული, ნუში, კაკალი“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები