გუშინ, 23 ნოემბერს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდმა იმშობიარა.
გოგონა კატასტროფის ბრიგადით რუსთავიდან გადმოიყვანეს კლინიკიდან. მოუმწიფებელი ორგანიზმის გამო ექიმები გართულებებს ელოდნენ.
როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, მშობიარობამ კარგად ჩაიარა.
„გოგონა შეეძინა. ორივეს მდგომარეობა კარგია. ბავშვიც კარგადაა და დედაც. საკეისრო კვეთა გაკეთდა და დღეს და ხვალ საავადმყოფოში დარჩებიან. ბავშვი დედასთანაა, მისი რეანიმაციაში გადაყვანა არ გახდა საჭირო.“ – ამბობს „ფორტუნასთან“ პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე.
არასრულწლოვანი 11 წლის, მეექვსე კლასში იყო როდესაც დაორსულდა. არასრულწლოვანია ბავშვის მამაც. გავრცელებული ინფორმაციით, ის 16 წლისაა.
ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.