LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის მოზარდის მდგომარეობა კვირაზე მეტია კვლავ კრიტიკულია

184
BeFunky-collage - 2020-10-22T113014.697

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგონა, რომელიც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს, ისევ კრიტიკულად მძიმე პაციენტად მიიჩნევა. მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა უცვლელია და ამ დრომდე მოზარდი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ამის შესახებ “ფორტუნასთან” კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა. ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე არ შეცვლილა.

“ჩვენთან კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმედ რჩება 15 წლის გოგონა. ისევ სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. დადებითი დინამიკა ჯერ არ შეიმჩნევა”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

“15 წლის გოგონა გვყავს, სუნთქვის აპარატზეა” – როგორია კოვიდპაციენტების მდგომარეობა

შეგახსენებთ, რომ 15 წლის გოგონა უკვე ერთ კვირაზე მეტია კრიტიკულად მძიმე პაციენტია. კლინიკაში მოზარდის სხვა თავმდებ დაავადებაზე კომენტარს არ აკეთებენ.