LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალურ მუშაკთა 6 თვის მუშაობის ანგარიში?

101

2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალურმა მუშაკებმა 3048 აქტივობა განახორციელეს გამოსახლებისა და დემონტაჟის კატეგორიის, ალიმენტის, სააუქციონო მომსახურებისა და სხვა კატეგორიის საქმეებში ჩართულობით.

როგორც ”ფორტუნას” აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, სოციალურ მუშაკთა აქტიური მონაწილეობითა და მხარეებთან მედიაციით, გამოსახლების კატეგორიის 169 საქმიდან 125 სააღსრულებო წარმოება მორიგებით დასრულდა. 30-მდე საქმე დასრულდა მორიგებით ალიმენტის კატეგორიაში, ხოლო 166 საქმეზე, მხარეების შეთანხმების საფუძველზე, იძულებითი აუქციონი არ გაიმართა.

საანგარიშო პერიოდის ფარგლებში, სოციალური მუშაკები დაესწრნენ გამოსახლებისა დანაგებობის დემონტაჟის 169 პროცესს, ჩართულობის მიზანს წარმოადგენდა, ადგილზე შექმნილი მძიმე სიტუაციის განმუხტვა, მხარეებს შორის მოლაპარაკებასა და მორიგებაში შუამდგომლობა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და სტრესული სიტუაციის დარეგულირება.

”სოციალური მუშაკებმა განახორციელეს არაერთი ვიზიტი მოვალის საცხოვრებელ მისამართზე მათი სოციალური მდგომარეობის შეფასებისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით. სააღსრულებო პროცესში მონაწილე სოციალურად დაუცველი ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ოჯახისთვის დახმარების აღმოჩენისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სახელმწიფო უწყებებთან. ხდება ერთგვარი შუამდგომლობის გაწევა სხვადასხვა უწყებასთან შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით. შესაბამის ორგანოებთან აქტიური კოორდინაციის შედეგად, ხშირია, გამოსახლებული ოჯახებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის შემთხვევები. სოციალურ მუშაკთა ჩართულობის შედეგად, 6 თვის განმავლობაში იძულებითი აღსრულების შედეგად საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილმა მიიღო ბინის ქირა ადგილობრივი გამგეობებისგან. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი და დევნილი ოჯახების ნაწილს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან საცხოვრებელი ფართები გადაეცათ საკუთრებაში” – აცხადებენ უწყებაში.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში სოციალური მუშაკები 2016 წლის იანვრიდან მუშაობენ. მათი სააღსრულებო წარმოებაში ჩართვის მიზანია,   სააღსრულებო  საქმისწარმოების პროცესში დანერგოს, განავითაროს და განახორციელოს მოქნილი სოციალური პოლიტიკა, ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით შესრულებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური მუშაკი საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზებას უწევს მხარეთა შეხვედრებს, კონსულტაციას, თანამშრომლობასა და შუამდგომლობას შესაბამის უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g