LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ოჯახს ძალის გამოყენებით ასახლებენ

194
Untitled design (1)

თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახს ბინიდან ასახლებენ.

ადგილზე იმყოფებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, რომლებიც სახლში იძულების წესით შევიდნენ და ბინიდან ოჯახის წევრები ასევე ძალის გამოყენებით გამოჰყავთ.

როგორც „ფორტუნას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, გამოსახლების დროს აღსრულების პოლიცია კანონსაწინააღმდეგოდ არ მოქცეულა:

„აღსრულების ეროვნული ბიურო, ზოგადად, იძულებით ღონისძიებებს ახორციელებს. სამწუხაროდ, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შესაბამისად, აღსრულების პოლიცია ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

აღსრულების პოლიციის მოქმედება კანონშია გაწერილი, შესაბამისად, არც ერთი ქმედება არ განხორციელებულა, რომელიც შესაძლოა კანონგარეშე იყოს, უბრალოდ მოვალე მხარეს ჩახერგილი ჰქონდა ჭიშკარი და აღსრულების პოლიცია ვერ ახერხებდა შესვლას, ამიტომ იძულებით შევიდნენ“, – განუცხადეს „ფორტუნას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები