LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია „აჯანყებული“ და თან შემოქმედი თანამშრომელი – FM ქოუჩი“

48
ბიბილეიშვილი-ნინ

როგორია „აჯანყებული“ და თან შემოქმედი თანამშრომელი –  გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია „HR პროფესიონალთა  გილდიის“ აღმასრულებელი დირექტორი ლილი ბიბილაშვილი.

როგორია ჰიბრისიანი თანამშრომელი?

მსოფლიოში ცვლილებებია და ის დამოკიდებულება, რაც ადრე იყო თანამშრომლების მიმართ აღარ ადგებათ მენეჯერებს. ადამიანი, რომელიც არის შემოქმედი და თან არ არის მორჩილი, არის „ჰიბრისიანი“, ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში რთულია მოძებნო ადამიანი, ვინც საკუთარი იდეებით შეძლებს კომპანიაში სიახლეები შეიტანოს, თუმცა ასეთი ადამიანი სამართავად საკმაოდ რთულია.

რამდენად უჭირს მენეჯმენტს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა?

აჯანყება არ უნდა გავიგოთ მმართველობის წინააღმდეგ. თუ მენეჯმენტმა ასეთი ადამიანი მიიღო ორგანიზაციაში, ესე იგი მათთვის სიახლეებზე ორიენტირებული თანამშრომელი მნიშვნელოვანია, მმართველ პირებს არ ექნებათ პრობლემა. ძირითადად პრობლემა აქვთ სხვა თანამშრომლებს, რომლებიც არ გამოირჩევიან იდეებით.

რა გამოწვევებია შრომის ბაზარზე?

დიდი გამოწვევებია შრომის ბაზარზე, არის კარგი თანამშრომლების ნაკლებობაა. აღმოჩნდა, რომ არც დამსაქმებელმა იცის რა უნდა და არც სამუშაოს მაძიებელმა იცის საით მიდის და რის გაკეთება სურს. ამის გამომწვევია  ეკონომიკური საკითხები და მეორე განათლება. განათლების სისტემა სერიოზულად საშველია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ მუშაობენ, მუდმივად ხდება ქმედება, თუმცა აქ სიღრმისეული პრობლემებია და გლობალურ განათლებას უნდა დავეწიოთ.

ხელოვნების ინტელექტის ხანაა და უნდა დავეწიოთ, რა უნდა გააკეთოს თანამშრომელმა, რომ არ ჩამორჩეს დროს?

ტექნოლოგიებთან რომ უნდა იყოს მეგობრულად, ეს უკვე გასაგებია. უნდა დაინახოს შესაძლებლობები, რომელიც მას გააჩნია და აჩვენოს დამსაქმებელს, თუ რას დაკარგავს მისი წასვლით. დიდი როლი აქვს ბუნებრივია დამსაქმებელს, რადგან თანამშრომელი, თუ ის პროფესიონალია, მუდმივად შეძლებს ახალი საქმის პოვნას. თან დღეს შეგიძლია დისტანციურად იმუშაო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები