LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ღვინის კასრში ძილი – პორტუგალიაში უცნაური სასტუმრო გაიხსნა

974
wine

თუკი ღვინო იმდენად გიყვართ, რომ ღვინის კასრშიც კი სიამოვნებით იცხოვრებდით, მაშინ თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს. გაიხსნა ძალიან საინტერესო სასტუმრო, სადაც საყვარელი სასმელის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

Quinta da Pacheca estate დუეროში (პორტუგალია) მდებარეობს და ის წარმოადგენს უზარმაზარ ვენახს, სადაც ღამის გათენება პირდაპირ ღვინის კასრებშია შესაძლებელი.

მთლიანობაში კომპლექსი 10 კასრს მოიცავს და მათი დიზაინი პირადად ვენახის მეპატრონემ პაულო პრეირამ შექმნა. გარედან კასრები საკმაოდ უბრალოდ გამოიყურება, შიგნით კი ნამდვილი კომფორტი – ელეგანტური საძინებლები და სპაც კია განთავსებული. კასრებს ტერასაც აქვს, საიდანაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ხედი იშლება.

თავად ვენახი ღვინის მომზადების 116 წლიან ტრადიციას ინახავს, ასე რომ სტუმრებს უგემრიელესი სასმელის დაგემოვნების საშუალებაც ექნებათ.

ღვინის კასრში ღამის გათენების საფასური 286 დოლარს შეადგენს, რაც არც თუ ისე ძვირი სიამოვნებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g