„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის ამირან განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, „დელტაკრონი“ „დელტა“ და „ომიკრონ“ შტამების ჰიბრიდია.
როგორც გამყრელიძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ათეული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ცერცვაძე: ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ევროპაში დაფიქსირებულია ახალი შტამი „დელტამიკრონი“ – პანდემიის დასულების გარანტიები არ გვაქვს
„მოსახლეობას აინტერესებს, დამთავრდა პანდემია თუ არა? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს, იმიტომ რომ კორონავირუსმა თავისი განახლების უნარი უკვე რამდენჯერმე გამოავლინა.“– განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ
„არის, ჯერჯერობით, ათეული შემთხვევა – 30 საფრანგეთში, 20 ბრიტანეთში და ა.შ. ალბათ, შესაძლებელია, რომ ეს გავრცელდეს. ნუ, წინასწარი მონაცემები ამ შტამისა გახლავთ ის, რომ მას კი აქვს წამოღებული გარკვეული გენეტიკური ინფორმაცია „დელტასი“ და ასევე „ომიკრონის“, მაგრამ ჭარბობს „ომიკრონის“ თვისებები.
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
„ომიკრონის“ მეორე შტამი არის ძალიან მაღალი რეპროდუქციის ინდექსით, ანუ სწრაფად ვრცელდება. დაახლოებით, 12 აქვს. ყველაზე მაღალი აქვს წითელას – 18 და „ომიკრონს“ აქვს ასევე ძალიან მაღალი – 12.
ამიტომ „დელტაკრონიც“ სწრაფად ვრცელდება, მაგრამ, ჯერჯერობით, რაც არის შემთხვევები, მისი კლინიკური მიმდინარეობა არის უფრო „ომიკრონისკენ“, ვიდრე „დელტასკენ“. ხაზს ვუსვამ, ეს არის წინასწარი, მცირე ციფრებზე მონაცემები. აქედან გამომდინარე, მთავარ რეკომენდაციად რჩება აცრა.“ – განაცხადა გამყრელიძემ.
იხილეთ ვრცლად, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადებები:
ჯანდაცვის მინისტრი – პანდემია დასასრულს უახლოვდება
გაბრაზებული ვარ…სისხლით ნაშოვნი ვაქცინა აუთვისებელი დარჩა: ამირან გამყრელიძე
გამყრელიძე: ჩემი რჩევაა, როცა გარე სივრცეში რამდენიმე ადამიანი შეიკრიბებით, პირბადე მაინც გაიკეთოთ