უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბაზარაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება.
როგორც მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, ყოველდღიური ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
„დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება. დღეს მოვხსენით გარე სივრცეებში პირბადე. ორშაბათიდან ამის საჭიროება აღარ იქნება.
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება და ასევე საზღვარზე შემოსვლისას უცხო მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები.
პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ასევე შემცირებულია ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები.
800-ზე ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს. ასევე სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია, ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე ცოტა 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე ყველა ეს დადებითი ტრენდი აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
„კოვიდის სამკურნალო პრეპარატი ამ კვირაში გვექნება” – ვინ მიიღებს მედიკამენტს უფასოდ