LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია მსოფლიოს წამყვანი ქალაქების ბედნიერების ინდექსი

229
hapctynews

საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Knight Frank „ქალაქების კეთილდღეობის ინდექსი 2020“ შეადგინა. ანალიტიკოსებმა მსოფლიოს 40 ქალაქის ცხოვრების ხარისხი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ კეთილდღეობას მხოლოდ ფული არ განსაზღვრავს.

მთლიანობაში ქალაქები 8 კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს:

• მწვანე ზონების ხელმისაწვდომობა
• მზიანი დღეების რაოდენობა
• გზების გადატვირთულობა
• დანაშაულის დონე
• ბედნიერების დონე
• ჯანდაცვის ხარისხი
• სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი
• მუნიციპალური მართვა

2020 წლის ტოპ–10 ყველაზე ბედნიერი ქალაქი:

1. ოსლო, ნორვეგია
2. ციურიხი, შვეიცარია
3. ჰელსინკი, ფინეთი
4. ვენა, ავსტრია
5. მადრიდი, ესპანეთი
6. სტოკჰოლმი, შვედეთი
7. სიდნეი, ავსტრალია
8. ამსტერდამი, ნიდერლანდები
9. მონრეალი, კანადა
10. სინგაპური, სინგაპური
მე–11 ადგილზე ბერლინი აღმოჩნდა, შემდეგი დუბაი, ლისაბონი და რომი იყო.

ოსლომ ლიდერობა მწვანე ზონების სიმრავლის გამო მოიპოვა. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების 68% პარკებსა და ბაღებს უკავია. სიმწვანის რაოდენობით მეორე ადგილს 47%–იანი მაჩვენებლით სინგაპური იკავებს. სიდნეიმ და ვენამ კი მესამე პოზიცია გაინაწილეს და მათ შემთხვევაში გამწვანებას 46% ეთმობა.


დუბაი მზიანი დღეების რაოდენობითაა ლიდერი. ქალაქში მზე წელიწადში 3 509 საათი ანათებს. მზიანთა სამეულში მოხვდა ლოს–ანჯელესი (3 254 საათით) და მაიამი (3 154 საათი).


სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი – სამუშაო საათებისა და შვებულების დღეების შეფარდებით დაადგინეს. საუკეთესო მაჩვენებელი ამ მხრივ მოსკოვს ქონდა, სადაც ყოველ დასვენების დღეზე 51,6 სამუშაო საათი მოდის. მეორე ადგილს პარიზი, მესამეს კი ამსტერდამი იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქვეყანა საკუთარი მოქალაქეების ბედნიერების დონეზე განსაკუთრებულად ზრუნავს. მაგალითად, ისლანდიამ და ახალმა ზელანდიამ 2019 წლიდან კეთილდღეობის გაზომვა დაიწყეს და უფრო მეტიც, ქვეყნის ბიუჯეტში „ბედნიერების ფონდიც“ შეიქმნა, სადაც მოსახლეობის განწყობის ასამაღლებლად რამდენიმე მილიარდი დოლარი გამოიყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g