LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასული წლის განმავლობაში, ოსლოს გზებზე ავარიებს მხოლოდ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

311
oslo-city-stock

2019 წელს, ნორვეგიის დედაქალაქის გზებზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს მხოლოდ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.ოფიციალურ მონაცემებს The Independent ავრცელებს. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში, გზებზე სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

459 დაღუპული და 9 ათასზე მეტი დაშავებული – საქართველოში ავარიების საგანგაშო სტატისტიკაა

სისხლიანია ჩვენი გზები… ნორმად იქცა ათასობით დასახიჩრებული ადამიანი! ყველა ჩუმადაა! – დავით მესხიშვილი

მეტიც, ნორვეგიის საზოგადოებრივი გზების ადმინისტრაციის განცხადებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში,  ქალაქის გზებზე სიკვდილიანობის რიცხვი მკვეთრად შემცირდა. თუკი 1975 წელს ავარიებს 41 ადამიანი ემსხვერპლა, 2017 წელს აღნიშნული მიზეზით, სამი ადამიანი გარდაიცვალა. შედარებისთვის, 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში ლონდონის გზებზე 126 ადამიანი დაიღუპა.

ამის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი საგზაო შემთხვევების მხრივ ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად ითვლება. ყველაზე საშიში ქვეყნების სიაში კი ბულგარეთი და რუმინეთია, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, საშუალოდ 90 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.

ცნობისთვის, ოსლოში, ქალაქის ცენტრალურ უბანში პიკის საათის ზენიტშიც კი, ვერც გადატვირთულ საზოგადოებრივ ტრასპორტს და ვერც საცობებს ნახავთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტმა ველოსიპედების გაქირავების ქსელის პარალელურად მოსახლეობას შესთავაზა ელექტრო თვითგორიების გაქირავების სერვისიც.

ავარიების შესამცირებლად: ბრიუსელში ავტომობილების სიჩქარეს შეზღუდავენ

„ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ქალაქი, შევამციროთ ხმაური და დაბინძურება, დავიცვათ უსაფრთხოება და გავაუმჯობესოთ ხალხის კეთილდღეობა"

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები