LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამომრჩეველი ზეწოლისგან უნდა გათავისუფლდეს – რა მოთხოვნები აქვს საიას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით

82
5f9c1ab65f93e

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით “საია” რამდენიმე ძირითად საკითხს გამოყოფს. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ეხება პროპორციული გზით საარჩევნო სისტემას, ამომრჩეველზე ზეწოლას და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას.

„საარჩევნო ადმინისტრაციის შემცირებას და პროფესიონალიზაციას ისე, რომ ისინი კონსენსუსით დაინიშნონ. ამომრჩევლის ზეწოლისგან გათავისუფლება – ეს არის სიჩუმის დღე და რადიუსი. მესამე – ეს არის ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა, საჭიროა მისი პროპორციულად გარდაქმნა”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება, თამარ ჟვანია ავტომატურად წავა - ელისაშვილი

„მიღებული იქნება ახალი კანონი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას განსაზღვრავს“.

როგორც მან განმარტა, მემორანდუმშიც არის საუბარი პროფესიონალიზაციაზეც, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაბლოკოს ისეთი კანდიდატი, რომელიც მას არ უნდა.

პროპორციულ სისტემაზე საუბრისას ვახუშტი მენაბდემ აღნიშნა, ეს სისტემა მეტად პროპორციულია, ვიდრე არსებული, მაგრამ „საიას“ დირექტორი თვლის, რომ უნდა იყოს უფრო სრულყოფილი.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი არიან. რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო.

დღეს მოქმედი წევრების, მათ შორის, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი არ განხილულა: ცესკო

რეფორმა ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას.

პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს და პირველ მაისამდე დამტკიცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია პარლამენტს დატოვებს.

საარჩევნო რეფორმაზე შექმნილი ჯგუფი საარჩევნო კომისიების ახალი წესით დაკომპლექტებაზე მუშაობს: ლევან ნატროშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g