LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტეოროლოგისგან

2925
2026-03-15_00-01-58_558802

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„15 მარტს აღმოსავლეთში, 16 ში კი დასავლეთ საქართველოში – მოსალოდნელია შედარებით ცივი ამინდი და წვიმა, ზოგან ძლიერი, ზამთრის კურორტებზე თოვლი და შესაძლებელია ქარბუქი. პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

17 მარტიდან, შედარებიც სუსტად დაიწყებს გავრცელებას თბილი ჰაერის მასები, რაც საკმარისია მრავალ რეგიონში შედარებით მშვიდი ამინდის პირობების შესაქმნელად, თუმცა ხანგრძლივობის გარანტია მცირეა.

ამინდი ცოცხალი ორგანიზმივითაა – ცვალებადი, მოულოდნელი, მაგრამ ყოველთვის საინტერესო. უახლოეს განახლებებს აუცილებლად მოგაწვდით“, – წერს კობა ფარტენაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g