კომპანია „ბოინგმა“ უპილოტო გამანადგურებლის პირველი პროტოტიპი გამოაჩინა და სიახლე განსაკუთრებული იმითაა, რომ მას მთლიანად ხელოვნური ინტელექტი მართავს. საინტერესო ინფორმაცია თავად Boeing-ის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა და როგორც ცნობილია, პროტოტიპი ავსტრალიაში შექმნეს.
საბრძოლო ხომალდი ჩვეულებრივ თვითმფრინავებთან ერთად საფრენად შეიქმნა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღებაც ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლია.
როგორც გამანადგურებლის შემქმნელები აზუსტებენ, უპილოტო აპარატის სიგრძე 11,7 მეტრია და ფრენის მანძილი კი 3,7 ათას კილომეტრს აჭარბებს. ხომალდს თვალთვალიც არაჩვეულებრივად შეუძლია და პირველი საჩვენებელი ფრენა 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.
Revealed! Our new smart, reconfigurable unmanned system teams with other aircraft to protect & project air power. The Boeing Airpower Teaming System – Australian investment & innovation at work! #TheFutureIsBuiltHere #AirpowerTeaming #ausdef
More: https://t.co/77LPYPO93b pic.twitter.com/g0CQjQjxty— Boeing Australia (@BoeingAustralia) February 26, 2019