LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

141
BeFunky-collage (52)

ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის ინფორმაციით, ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.

როგორც ექიმმა განაცხადა, მიმდინარეობს ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების 24-საათიანი მონიტორინგი.

„ბავშვი ჩვენთან შემოიყვანეს უკვე ინტუბირებული, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჩვენთან ამ წუთისთვის ჩატარებულია გულის, ტვინის, შინაგან ორგანოებზე ყველანაირი კვლევა. პათოლოგიური ცვლილებები ნაკლებადაა დაფიქსირებული, ამიტომ შედარებით იმედიანად ვართ და იმედი გვაქვს, რომ ყველფერი კარგად იქნება. თუმცა ჯერ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია, რადგან 24 საათიც არ გასულა შემთხვევის მომენტიდან და ბავშვის მდგომარეობა რჩება მძიმე. მიდის 24-საათიანი მონიტორინგი სასიცოცხლო ფუნქციების და ა.შ.

პირველი 24 საათია ყველაზე რთული პერიოდი. 72 საათი უნდა გავიდეს, სტაბილური მდგომარეობა უნდა ჰქონდეს, გაღვიძების მცდელობა უნდა გვქონდეს და შემდეგ შეფასდეს ნევროლოგიურად, რომ რაღაც პროგნოზებზე ვისაუბროთ. ჯერ ძალიან ადრეა. ამ ეტაპზე სედაციის ქვეშ არის და იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე”,- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ექიმმა.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

ამავე თემაზე:

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g