როგორია ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ჩართულობა სახეობათა აღდგენის ეროვნულ გეგმაში – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა რევაზ ბეჟაშვილმა ისაუბრა.
ეროვნული გეგმა უკვე დამტკიცებულია და რას გულისხმობს ეს გეგმა?
სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ველური ბუნების საფრთხეში მყოფი სახეობების აღდგენის პროცესში, მათ შორის, სახეობათა აღდგენის გეგმით გათვალისწინებული სახეობების აღდგენის ხელშეწყობაში.
სააგენტო აქტიურად ახორციელებს მდინარის კალმახით საქართველოს მდინარეების დათევზიანებასა და პერიოდულად პროცესის მონიტორინგს. ამავდროულად, სააგენტო ახორციელებს კოლხური ხოხბისა და კაკბის აღწარმოებას საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე.
როგორც ცნობილია ეროვნულ პარკებშიც ვოლიერების მშენებლობა მიმდინარეობს…
მიმდინარეობს კავკასიური კეთილშობილი ირმის სარეინტროდუქციო ვოლიერის მშენებლობა ალგეთის ეროვნულ პარკში, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოს წითელი ნუსხით დაცული, საფრთხეში მყოფი სახეობის ისტორიულ ჰაბიტატში რეინტროდუქციას.