LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როიტერსი“ – ემანუელ მაკრონის დიპლომატიურმა მრჩეველმა მოსკოვში რუს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართა

118
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მრჩეველი მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებს შეხვდა, – ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, მაკრონის დიპლომატიურმა მრჩეველმა, ემანუელ ბონემ მოლაპარაკებები კრემლში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან იური უშაკოვთან გამართა და საუბრის მთავარი თემა უკრაინა იყო.

წყაროების განცხადებით, რუსეთთან კონტაქტის შესახებ ევროპელი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო, თუმცა განაცხადა, რომ „მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციების საფუძველზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g