LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როიტერსი“: რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა

72
ვასილე დინკუ

„როიტერსის“ ინფორმაციით, რუმინეთის თავდაცვის მინისტრი ვასილ დინჩუ გადადგა და განაცხადა, რომ ვერ ითანამშრომლებს ქვეყნის პრეზიდენტთან, ზეწოლის ფონზე, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ უკრაინის ერთადერთი შანსი ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკება იყო.

„ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან. ვფიქრობ, გადადგომა აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს გადაწყვეტილებებსა და პროგრამებს, რომლებიც მოქნილ სამეთაურო ჯაჭვს საჭიროებს და არ დაიბლოკოს რიგი პროექტებისა, რომლებიც აუცილებელია სამინისტროსა და არმიისთვის.“ – განაცხადა დინკუმ.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირისა და NATO-ს სახელმწიფო რუმინეთი იზიარებს 650 კილომეტრის (400 მილი) საზღვარს უკრაინასთან, მასპინძლობს აშშ-ს ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას და ამ წლის მდგომარეობით, მის ტერიტორიაზე მუდმივი ალიანსის საბრძოლო ჯგუფია განთავსებული.

ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ განაცხადა, რომ უკრაინის ერთადერთი შანსი, დაასრულოს ომი, რუსეთთან მოლაპარაკებაა.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა აღნიშნა: „ამ ომში რუსეთი თავს ესხმის უკრაინას და უკრაინელები ომში ამ ფასს სისხლით იხდიან. უნდა მივიღოთ, ვაღიაროთ ის იდეა, რომ მხოლოდ უკრაინა გადაწყვეტს, როგორ, როდის და რა შეიძლება, იყოს მოლაპარაკების საგანი. ეს პოზიცია, მიდგომა გახლავთ ჩვენი ოფიციალური მიდგომა, ასევე ევროკავშირის. ალბათ სჯობს, უფრო ხშირად წაიკითხოს ზოგიერთმა ჩვენმა წარმომადგენელმა ასეთი პოზიციების შესახებ.“– განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g