LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როკის ელჩები” საქართველოში – „სკორპიონსი” 20 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე” კონცერტს გამართავს

130

ლეგენდარული როკ-ჯგუფი, როგორც მათ მუსიკალური ტელევიზია “MTV” უწოდებს, „როკის ელჩები” საქართველოში ჩამოდიან. ეს მათ თავიანთ ოფიციალურ გვერდზე დააანონსეს. ევროპის საიუბილეო ტურნეში საქართველოც ჩაჯდა.

20 აგვისტოს ისინი კონცერტს „ბლექ სი არენაზე” გამართავენ, თუმცა შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის მენეჯმენტი ჯერჯერობით თავს იკავებს ამ ამბის დადასტურებისგან და მედიას შემდეგ კვირას პრესკონფერენციაზე შეხვდება…

მანამდე რამდენიმე სიტყვით როკის ლეგენდების შესახებ, რომლებსაც მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის, კერძოდ კი, 100 მილიონი ალბომი აქვთ გაყიდული. მათ 18 სტუდიური ალბომი ჩაწერეს და 74 სინგლი გამოუშვეს, რომელთაგან ექვსი სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ჩარტების სათავეში გახლდათ.

ყველაზე ცნობილი ჰიტია „Wind of change”, ამ ჩანაწერის 14 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული მსოფლიო მასშტაბით და ის 1990 წელს ბერლინის კედლის დაცემის  სიმბოლურ ჰიმნად იქცა…

“სკორპიონსს” უამრავი მუსიკალური ჯილდო აქვს მიღებული. ისინი კარგ ფორმაში არიან და ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადებიან.

IMG_20160722_170215

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g