LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როლანდ შავაძე: „განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება… ეს არის წმინდა რუსული ,,კაგებშნიკური“ მოდელი“

302
როლანდ შავაძე

„განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, როლანდ შავაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი – ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას“.

შავაძე, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ამბობს, რომ შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა:

„განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი – ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას.

რეალურად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, ისედაც სახელისუფლებო ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად მარწუხებში მოქცევა.

ეს არის წმინდა რუსული ,,კაგებშნიკური” მოდელი, როცა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანს, და მუშაობს კონკრეტული ძალის, ამ შემთხვევაში ,,ქართული ოცნების” პროპაგანდის გასავრცელებლად“, – აღნიშნა შავაძემ.

🟡 "ლელო -ძლიერი საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, როლანდ შავაძის ბრიფინგი: "განათლების მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი 12 მარტს მოაწერა. საქმე ეხება რესურსცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი – ოფიცერი, რომელიც თითქოს უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას. რეალურად, ამ გადაწყვეტილების მიზანია, ისედაც სახელისუფლებო ინტერესებს დაქვემდებარებული მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების კიდევ უფრო მეტად მარწუხებში მოქცევა. ეს არის წმინდა რუსული ,,კაგებშნიკური" მოდელი, როცა სახელწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზღუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და უნიშნავს პირს, რომელიც აკონტროლებს ყველა ნიუანს, და მუშაობს კონკრეტული ძალის, ამ შემთხვევაში ,,ქართული ოცნების" პროპაგანდის გასავრცელებლად".

Posted by ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo on ორშაბათი, 17 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g