Rolling Stone-მა 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედის 250 უდიდესი სიმღერა გამოავლინა. როგორც ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული სიის აღწერაში წერია, რეიტინგში შედის ბოლო 25 წლის კლასიკური ჰიტები, რომლებიც გვახსენებენ, რომ ჩვენ ფართო შესაძლებლობებისა და შეუჩერებელი ინოვაციების დროში ვცხოვრობთ. ჩამონათვალის შედგენის მთავარ კრიტერიუმად მუსიკალური ბრწყინვალება და ორიგინალურობა იქცა.
21-ე საუკუნის პირველი მეოთხედის უდიდეს სიმღერად, მისი ელიოტის 2001 წლის სინგლი – Get Ur Freak On დასახელდა.
მეორე ადგილი ბენდის – Yeah Yeah Yeah 2003 წლის ჩანაწერს – Maps მიენიჭა.
მესამე ადგილი წილად ბიონსესა და ჯეი-ზის ერთობლივ 2003 წლის ტრეკს – Crazy in Love ხვდა.
,,როლინგ სტოუნის” მიხედვით, 21-ე საუკუნის პირველი მეოთხედის 250 უდიდესი სიმღერის სრული სია იხილეთ აქ.