LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce-მა რეკორდული გაყიდვები გაამხილა

129
58678

კომპანია Rolls-Royce-მა გაყიდვების ახალი რეკორდი დაამყარა. გასულ წელთან შედარებით ზრდა არც თუ ისე დიდი, მხოლოდ 11 ავტომობილია. თუმცა, როგორც ვიცით, ბრენდი გამოშვებული მანქანების ოდენობას მკაცრად აკონტროლებს, რათა ბაზარზე ექსკლუზიურობა შეინარჩუნოს და ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყოს. 2023 წელს Rolls-Royce-ების გაყიდვა ყველა ბაზარზე გაიზარდა. პირველ ადგილზე ტრადიციულად აშშ რჩება, სიაში მეორე კი ჩინეთია.

კომპანია Rolls-Royce-მა კლიენტებს რეკორდული 6032 ავტომობილი გადასცა, თანაც პერსონალიზაციის დეტალები თითოეულმა მათგანმა მიიღო.

Rolls-Royce-ის ყველაზე პოპულარული მოდელი წლის შეჯამებით Cullinan აღმოჩნდა, მეორე პოზიციას ჯიუტად არ თმობს სედანი Ghost.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები