ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარი შემთხვევისას გარდაცვლილი არასრულწლოვანის და სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი და თვითნებურად შეხტა ჩანჩქერში არაა სიმართლე.
მისივე განცხადებით, ის ამ საკითხის გამოძიების ამბით ბოლომდე დაინტერესდება.
16 წლის გოგონას ოჯახის წევრები, მომხდარზე პასუხისმგებლობას ექსკურსიაზე მყოფებს აკისრებენ.
„16 წლის ბავშვი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც დაემართა" - გარდაცვლილის და
“აქა-იქ მოვკარი თვალი, დაუზარლად ირჩევა როგორ შეხტა თავნება სოფი ჩანჩქერში და დაიმართა თავს ეს ამბავი. ეს არ არის სიმართლე და აუცილებლად ბოლომდე ჩავყვები სიმართლის დადგენის ღონისძიებას, ეჭვიც არავის შეგეპაროთ. ჯერ მარტო ის რად ღირს, დღის ორ საათზე მომხდარი ამბავი ყველაზე ბოლოს, ღამის თერთმეტზე რომ გავიგე, თან შემთხვევით.
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ბევრნი ყოფილხართ. მადლობა,” – წერს სალომე ბარკერი.