LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან აბრამოვიჩი კიევში ჩავიდა – რა ინფორმაციას ავრცელებს „ბლუმბერგი“

135
abramovich

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი გაემგზავრა კიევში, რათა განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის, რომელიც მას შემდეგ შეჩერდა, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსების სისასტიკეების თაობაზე მტკიცებულებები გაჩნდა, – ინფორმაციას „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აბრამოვიჩი უკრაინელ მომლაპარაკებლებს შეხვდა, რათა მოლაპარაკებების აღდგენის გზები განეხილა.

მედიის ცნობით, რუსი მილიარდერი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობარი, არაფორმალური შუამავლის როლს ასრულებს მას შემდეგ, რაც მას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებში ჩართვა სთხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g